ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება და ამბობს, რომ „შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო და ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო“.
მამუკა მდინარაძის თქმითვე, „ასეთი ბულინგი ქვეყნისთვისაც დამაზიანებელია“.
„ნუცა არის უნიჭიერესი მომღერალი და ასეთი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ასეთი შვილების დაბულინგება იმის გამო, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იმღერებენ, არა თუ საღ აზრს მოკლებული, არამედ მიზანმიმართული ვითომ ტრენდის შემადგენელი ნაწილია და დამაზიანებელია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისათვის, არამედ ქვეყნისათვის.
შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო და ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო, არ უნდა დააბრალო რაღაც.
ერთია დაბადების დღეზე სიმღერა რომელიმე ქვეყანაში, თუნდაც ეს ოკუპანტი ქვეყანა იყოს, თავის მეგობართან ჩასვლა და ამის გამო დაბულინგება. მეორეა, რომ ათასჯერ უარესებს არავინ არაფრად აგდებს ხოლმე. ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური სახე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, 24 ივნისს, ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე იმღერეს.
გავრცელებულ ვიდეოს და ნუცა ბუზალაძის გამოჩენას მოსკოვში საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ამავე თემაზე:
არ მესმის რაზე იხდი ბოდიშს და საერთო რა დააშავე საბოდიშო?! – ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძეს
„ნუცა, მიიღეთ ჩემი საყვედური და გამოწვდილი ხელიც..“ – გიორგი კეკელიძე ნუცა ბუზალაძეს