LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი მზის მავნე გამოსხივებისგან – 10 რჩევა სპეციალისტებისგან

143
Capture

ყოველ წელს კიბოს მილიონობით შემთხვევის თავიდან აცილება მარტივად – მზისგან დამცავი კრემების გამოყენებით შეიძლება. მიუხედავად ამისა, ბევრ ჩვენგანს მათი რეგულარულად წასმა მაინც ავიწყდება. როგორც ბოლო კვლევამ აჩვენა, სახლიდან გარეთ გასვლამდე დაცვას კაცების მხოლოდ 14% და ქალების 30% იყენებს.

და მაინც, რა უნდა ვიცოდეთ კანის მზისგან დასაცავად?

1. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი ყოველ დღე, მაშინაც კი როცა ღრუბლიანი დღეა.
2. წაისვით კრემი გარეთ გასვლამდე 15-30 წუთით ადრე, გამოიყენეთ ტუჩის ბალმი SPF-ით.
3. გამოიყენეთ ისეთი დამცავი, რომელიც წყალგამძლეა და Spf 30 ან უფრო მეტი აქვს. სხვა შემთხვევაში კიბოს გაჩენის რისკი ძალიან მაღალია.
4. განაახლეთ მზისგან დამცავი ყოველ 2 საათში, თუკი ცურავთ მაშინ საათში ერთხელ.
5. მეტი ყურადღება გმართებთ წყალთან და ქვიშასთან, მზის დამწვრობის მიღების ალბათობა უფრო მაღალია.
6. 6 თვემდე ასაკის ბავშვები მზეს მაქსიმალურად მოარიდეთ, გამოიყენეთ დამცავი და იყავით ჩრდილში.
7. მზეზე ყოფნას 10:00 საათიდან 4:00 საათამდე განსაკუთრებით მოერიდეთ. ამ დროს მზის სხივები ყველაზე მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა და უმჯობესია ჩრდილში იყოთ.
8. თუკი შესაძლებელია ატარეთ გრძელმკლავიანი მაისური და შარვალი. მეტი დაცულობისთვის გამოიყენეთ ღია ფერის სამოსი.
9. გამოიყენეთ ქუდი რომელიც თქვენს სახეს და ყელის მიდამოს სრულად დაფარავს, ატარეთ მზის სათვალე.
10. თუკი რაიმე მედიკამენტს იღებთ, მზესთან კიდევ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები