LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის საქმეზე, მისი მეუღლე და მეგობარი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

2132
Untitled design (1)

2021 წლის 13 მარტს, კასპში, 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდადებული ზურაბ კახიშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში მსჯავრდადებული, მოკლულის მეუღლე – ქეთევან ჩხაიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.

კასპში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მოკლულის ცოლი დააკავეს 

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამაც უცვლელი დატოვა და ზურაბ კახიშვილისთვის მისჯილი უვადო პატიმრობა და ქეთევან ჩხაიძისთვის მისჯილი 5 წელი და 6 თვე ძალაში დარჩა.

აღნიშნულ სასამართლო პროცესს მსჯავრდებული ზურაბ კახიშვილიც ესწრებოდა, ქეთევან ჩხაიძე კი სხდომას დისტანციურად ერთვებოდა.

ცნობისათვის, გარდაცვლილი ნოდარ ღუნაშვილი 2021 წლის 14 მარტს კასპის სასაფლაოზე მწყემსმა იპოვა, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მკვლელობის ბრალდებით მეორე დღეს, სამართალდამცველებმა მოკლულის მეგობარი – ზურაბ კახიშვილი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მომხდარიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლულის მეუღლე – ქეთევან ჩხაიძეც დააკავეს. მათ ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი. 2021 წლის 3 დეკემბერს კი, გორის რაიონულმა სასამართლომ კახიშვილს უვადო, ჩხაიძეს კი 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g