59 წლის კრისტინა ლილი, რომელიც სერიალ „ფარული ვნების“ მეორე სეზონშიც მონაწილეობდა, ამჯერად ისევ სიმსივნის მძიმე დიაგნოზს ებრძვის. მსახიობმა ჯერ კიდევ გადაღებების დასრულებისთანავე განაცხადა, რომ დიაგნოზი ისევ დაუდასტურდა და ამჯერად ის მკურნალობის კურსს გადის.
მსახიობისთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა, რადგან კრისტინა დაავადებასთან აქტიურად უკვე მესამედ იბრძვის. ამჯერად მან გამომწერებს სოციალური ქსელით მიმართა. კრისტინა ლილი პირდაპირ ეთერში გადაპარსული თმით გამოჩნდა, გამხნევებისთვის მაყურებელს მადლობა გადაუხადა და თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.
კრისტინა ლილი სერიალში „ფარული ვნება“ ორივე სეზონში გაბრიელა ელისონდოს როლს ასრულებს.
„ფარული ვნების“ ვარსკვლავს, კრისტინა ლილის სიმსივნის დიაგნოზი მესამედ დაუსვეს
Media error: Format(s) not supported or source(s) not found
გადმოწერეთ ფაილი: https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2023/07/snaptik.app-7250595574259469586-2023-07-03_17-38-44_753396.mp4?_=5„ფარული ვნება 2“ და ხუანის მემკვიდრეები – გაიცანით ახალი ძმები რეიესები