LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მგონი პირდაპირი მნიშვნელობით ხელისუფლების განზრახვა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს პატიმრობაში“ – არახამია

190
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (13)

„მე მგო­ნი, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ზრახ­ვა ისაა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლოს პა­ტიმ­რო­ბა­ში“, – ამის შესახებ უკ­რა­ი­ნის მმარ­თვე­ლი პარ­ტია „ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით არა­ხა­მი­ამ „მთა­ვარ არხთან“ განაცხადა და აღნიშნა, რომ  უკ­რა­ი­ნა აპირებს, რომ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­წი­ლე ჩარ­თოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხში.

„არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

„იმ ქვეყნის ელჩს ატოვებინებს უკრაინას, სადაც ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ, რა ჰქვია ამას? უმადურობა“ – ხუნდაძე ზელენსკის განცხადებაზე

„მე ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ძი­რი­თა­დად არ აქვს სხვა გა­მო­სა­ვა­ლი, არ იცის, რო­გორ აუხ­სნას სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, თუ რა მი­ზე­ზით და­უნ­გრი­ეს ჯან­მრთე­ლო­ბა ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ეს ფაქ­ტია. მე­ო­რე ფაქ­ტი კი ისაა, რომ ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და კრემ­ლის პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, ამი­ტომ ის პირ­და­პირ ბრძა­ნე­ბებს იღებს მათ­გან და ბრძა­ნე­ბა კი ასე­თია, რომ არა­ფე­რი მო­ი­მოქ­მე­დოს სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად. ისი­ნი მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, თუ ის ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვლე­ბა.

თუ შევ­ხე­დავთ ამ სუ­რათს, ეს დე­მონ­სტრი­რე­ბაა იმი­სა, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნი. ჩვენ სხვა არა­ფე­რი დაგ­ვრჩე­ნია, ჩვენ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­წი­ლე უნდა ჩავ­რთოთ ამ პრო­ცეს­ში, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხი­დან, რომ­ლე­ბიც ნათ­ლად აკე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბას, რომ მის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს.

გარ­და ამი­სა, ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ნა­ირ რე­აქ­ცი­ას არ ახ­დენს ამ სიგ­ნა­ლებ­ზე, რო­მე­ლიც მო­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­გან და პი­რი­ქით უს­მენს კრემლს და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნონ კრემ­ლი, ნაც­ვლად იმი­სა რომ მო­უს­მი­ნო სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, რაც ფაქ­ტია, რომ არის სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­უ­ერ­თდნენ ევ­რო­პულ ოჯახს.

არ ვიცი, სხვა რა რე­აქ­ცია უნდა გვქო­ნო­და ჩვე­ნი მხრი­დან, რაღა დაგ­ვრჩე­ნია თუ არა ვე­სა­უბ­როთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, დაველოდოთ რას მო­ი­მოქ­მე­დე­ბენ ისი­ნი,“ – თქვა და­ვით არა­ხა­მი­ამ. [„მთა­ვა­რი არ­ხის“ თარ­გმა­ნი].

ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი, თუმცა ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან

 

წყარო: „მთა­ვა­რი არ­ხი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები