ირმა სოხაძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საუბრობს, რომ ასაკთან ერთად ძილიც და საკვებიც ეკონომიურად ჰყოფნის ადამიანს.
„ერთხელ ნაძლევზე 24 ხინკალი შევჭამე. მეორე დღეს, პოპულარულ ჟურნალში დაიბეჭდა სტატია, რომ ყოველდღე ვჭამდი 24 ხინკალს. 50 წლის რომ გავხდი, მივხვდი, რომ რაღაცებს თუ რადიკალურად არ შევცვლიდი, ეს პროცესი წავიდოდა და წავიდოდა. თავი დავანებე წითელ ხორცს, მოწევას. ტვინმა მომთხოვა. პირველი წელი მიჭირდა, მინდოდა ტკბილიც. ჩემი უფროსი ქალიშვილი, სალომე ვეგანია და მისი მოწოდება იყო, ამიხსნა, რომ ეს საშინელება იყო. ხანდახან, როცა ვიგრძენი, ღონე არ მაქვს, ქათამს ან თევზეულს მივეპარები ხოლმე. სალომე რომ მიყურებს, ისეთი სახე აქვს, ვიცი, რომ ესეც არ უნდა გავაკეთო. ჩემს თავს შევატყვე, რომ ამან ცოტა შეაჩერა სიბერე. გამიუმჯობესდა მხედველობა. ე.ი. რაღაცას სწორად ვაკეთებ…“
ვიდეო: ირმა სოხაძის შვილიშვილმა „დღის პოსტში” წამყვანის როლი მოირგო
