პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაგეგმილ „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდებს, ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეების დაცვა უზრუნველყონ.
როგორც სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აღნიშნავს, ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება დაუშვებელია:
„საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია!
დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ „პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.
„პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში.
საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ,…
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on პარასკევი, 07 ივლისი, 2023
ცნობისათვის, თბილისში პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს იმართება. დღეს კი, კვირეულის ფარგლებში, ფესტივალია დაგეგმილი.
ვიდეო: „8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“ – მორგოშია