LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მიზნების განხორციელება გვიანი არასდროს არაა“ – 45 წლის აბიტურიენტი, რომელიც 7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებიაა

293
ფორტუნა (91)

45 წლის აბიტურიენტი, რომელიც შვიდი შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებიაა, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარი იყო.

მეგი თათეშვილი ამბობს, რომ უნდა დაწყებითი კლასების პედაგოგი გახდეს.

მეგი გამოცდის დღეს იხსენებს და სხვა აბიტურიენტის დამოკიდებულებაზე ჰყვება.

ამბობს, რომ თავიდან დამსწრე ეგონათ.

ერთ-ერთ აბიტურიენტს კი მეორისთვის უთქვამს, ეგ ჩვენი ძმაკაცის დედა არისო.

მეგი 17 წლის იყო, როდესაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა ოჯახი მალევე შექმნა და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

ფიქრობს, რომ საკუთარი მიზნების განხორციელება გვიანი არასდროს არაა.

„ერთმა მისაბაძმა ადამიანმა მითხრა, ყველაფერი გამოგივა, მეორედ რომ გნახავ, დარეგისტრირებული იყავი ეროვნულ გამოცდებზეო და მართლაც ასე მოხდა“, –  იხსენებს მეგი და დასძენს.

„აუცილებლად უნდა გადადგა ნაბიჯი, გამოგივა თუ არ გამოგივა, ამას არ აქვს მნიშვნელობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g