„NATO-მ უკრაინას MAP-ის მოთხოვნა მოუხსნა, რაც გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს,“ – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინა ნატოში MAP-ის გარეშე შევა.
კულება: კონსენსუსი მიღწეულია, უკრაინა ნატოში MAP-ის გარეშე შევა
„ოთხი დიდი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას.
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს და თვალებში უყურეთ, იქნებ დაგინდონ და თქვენც არ შეგჭამონ დესერტად.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
