LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრიაშვილი: ვიდრე სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილს ექნება მიტაცებული, ვერც NATO-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით!

140
კახა ოქრიაშვილი

„უკვე წელიწადზე მეტია, „რუსული ოცნება“ ქვეყანას გაურკვევლობაში აცხოვრებს: ქართველი ხალხი ვიძინებთ და ვიღვიძებთ ერთი კითხვით – მოგვანიჭებენ თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, შევალთ თუ არა ოდესმე NATO-ში და ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას სრული უსაფრთხოება“, – აცხადებს პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.

ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა იენს სტოლტენბერგის განცხადება, სადაც ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უფლება, საშინაო და საგარეო პოლიტიკა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს – ეკა სეფაშვილი

მისი განცხადებით, „კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, გარანტირებულ წევრობას არ ნიშნავს – ეს ნიშნავს, რომ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობის გზაზე და სახელისუფლებო განშტოებებს შორის დემოკრატიული ბალანსია, რაც წარმოადგენს ზოგადად დემოკრატიის იდეას და გარანტიას“:

ანა ბუჩუკური: გახარიას პრემიერობის დროს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO ამაყობდა საქართველოთი, ახლა კი ვხედავთ ვითარებას, როცა საქართველო ნახსენები შეიძლება არ იყოს

„ვერ ამოეფარებიან ვერავის. ეს, ფაქტობრივად, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულია“. – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

„ამ პირობებში, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ვიდრე ეს სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილის ექნება მიტაცებული, ანუ სრულყოფილი დემოკრატია არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ვერც NATO-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით!

ამ სტრუქტურებში გაწევრიანების მთავარი პირობა სწორედ დემოკრატიაა NATO-სა და ევროკავშირში მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნების ადგილია. მეორეს მხრივ, ვერც რუსეთში შეგვათრევენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ევროკავშირი და ნატო სურს!

„შევადაროთ ნატოს წევრ ქვეყნებს რამდენ პარამეტრში ვუსწრებთ – საქართველო პირნათელია ნატოს წინაშე“ – შალვა პაპუაშვილი

გამოსავალი მრავალია, მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ერთია – არჩევნების გზით, პოლიტიკურად უნდა „ჩავრეცხოთ“ აგენტებით გამოტენილი „რუსული ოცნება!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

თინა ბოკუჩავა: ნატო-ში ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ არ მიიწვიეს, რომ ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აჟღერებს და ატარებს, მათ შორის უკრაინის ომს ნატო-ს აბრალებს

magti 5g