ევა ბარბაქაძე დედის, შორენა ბეგაშვილის იუბილედან კადრებს გვიზიარებს, სადაც დედა-შვილი უბრალოდ შეუდარებლად გამოიყურება.
კადრებმა საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: „ეშხიანი, საოცარი დედა-შვილი”…„ძლიერი ქალი და დედის ახდენილი ოცნებები…იკაშკაშეთ სულ”…„ორი ულამაზესი გოგო დედამიწაზე”.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილმა რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გრანდიოზულად აღნიშნა. წვეულებაზე იმყოფებოდნენ ცნობილი ადამიანები. იუბილეზე სიმღერები შეასრულეს აჩიკო მეფარიძემ, ნინო ძოწენიძემ, ლელა წურწუმიამ და სტეფანე მღებრიშვილმა შვილთან ერთად.