LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა სამსახურზეა დამოკიდებული

46

ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა სწორედ მის სამსახურზეა დამოკიდებული. როგორც აღმოჩნდა, პენსიაზე ადრე გასული მამაკაცები შედარებით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც უარს ამბობს დამსახურებულ დასვენებაზე.

სტატისტიკით, ნაადრევი პენსიონერის თითოეული წელიწადი მის სიცოცხლეს თითქმის ორი წლით ამოკლებს. მსგავსი კანონზომიერება საკმაოდ მარტივად აიხსნება – მამაკაცი, რომელიც თავს ანებებს მუშაობას, პასიური ცხოვრების წესს ირჩევს და ნაკლებს მოძრაობს, სამაგიეროდ, მეტს ეწევა და ალკოჰოლსაც მეტად ეტანება.

აღსანიშნავია, რომ პენსიაზე გასვლა არანაირად არ აისახება სუსტი სქესის წარმომადგენლებზე, რადგან ყოველდღიური საოჯახო საქმეები ქალბატონებს არც მოდუნების საშუალებას აძლევენ, არც ფიზიკურ დატვირთვას აკლებენ. გარდა ამისა, ასაკოვანი ქალბატონების უმეტესობა ნაკლებადაა მიდრეკილი მავნე ჩვევებისკენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები