LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა შევარდნაძეს ინდოეთიდან სტუმრები ეწვივნენ: „მე ხომ შეგპირდით, რომ კენჭებს ჩამოგიტანდით?!“

308
ზურა შევარდნაძე

ზურა შევარდნაძეს გარდენიაში ინდოელი სტუმრები ჩამოუვიდნენ.

ამ ვიზიტის შესახებ ის საინტერესოდ წერს და ზაქარია ჭელიძის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს:

„სინამდვილე, ნამდვილი მაჰარაჯა და მისი ნაზირ-ვეზირი, რომ არ იყვნენ ვიტყოდი რომ ზღაპარია, კინოა, დადგმულია, მოფიქრებულია..

ისტორია #1
რაჯასტანში, ბიკანერში მაჰრაჯას და მის ოჯახს, რომ გამოვემშვიდობეთ სასახლეში, დელისკენ მიმავალ მატარებელში დაგვირეკეს და გადმოგვცეს, ზურაბს პალტო დარჩა და რომ ფოსტით გამოგვიგზავნიან.
ჩემი პასუხი იყო, რომ პალტო ეჩუქებინათ ძალიან სათნო სასახლის მოხუცი კარისკაცისთვის.
-პალტოს მარჯვენა ჯიბეში ორი ცალი, რაჯასტანის უდაბნოში ნაპოვნი კენჭი მიდევს, გთხოვთ შეინახოთ და საქართველოში, რომ გვეწვევით ჩამომიტანოთ. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ გულით ნათქვამი სიტყვა მიიღეს მოპატიჟებად.
რომ მოგვწერეს მოვდივართო გავიკვირვე.
-ძალიან მიხარია, არ მეგონა თუ მართლა ჩამობრძანდებოდით!
-მე ხომ შეგპირდით, რომ კენჭებს ჩამოგიტანდით?!
იყო მაჰარაჯას პასუხი. მას მერე 7 თვე გავიდა და ჩამოვიდნენ.
სიმართლე ვთქვა კენჭი კირა თავი არ მაქხსოვს ისე ვარ გახარებული.
მეხუთე დღეს ვახშამზე, როცა უკვე ყველა მოშინაურდა, ქართული სიუხვით, კეთილხმოვანებით, სილაღით და მასპინძლობით კმაყოფილმა მაჰარაჯამ სიტყა ითხოვა. ძვირფასი, მოვარაყებული ზარდახშა გამოიტანა, საოცარი თბილი და მეფური სიტყვები გვითხრა და აცრემლებულებს წარმოუდგენელი საჩუქარი გადმოგვცა.
ძვირფასეულობას შორის რაჯასტანის უდაბნოში ნაპოვნი ორი კენჭიც ბრწყვინავდა მოკრძალებულად.
ბევრი მინდა იყოს ამ ზღაპრის მონაწილე. მეტი რა შემიძლია ამბებს გიამბობთ და გიჩვენებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g