LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: პირადობის მოწმობის გამოყენებით საქართველოსა და სომხეთს შორის გადაადგილება შესანიშნავი შესაძლებლობაა ორი მეგობარი ერისთვის, რომ უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა

174
fot

პირადობის მოწმობის გამოყენებით საქართველოსა და სომხეთს შორის გადაადგილება შესანიშნავი შესაძლებლობაა ორი მეგობარი ერისთვის, რომ უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს.

„სასიხარულო სიახლე. დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის გადაადგილება პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ. ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც მეტ მოქნილობას და თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ორი მეგობარი ერისთვის, რათა უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა“, – წერს პაპუაშვილი.

ძალაში შევიდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა ბიომეტრიული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g