LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით – ნინო ნადირაძე პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე

446
ფორტუნა (97)

კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მალულად გატანის მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, გაუგებარია რად უნდოდათ ნიმუში, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის.

„პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა ( აიღეს თავად პოლონელებმა „ვივა მედის“ ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე. წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე. რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით“. – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“ 

ბრეგაძე პენიტენციურის კადრებზე: „მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით“

პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები