LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

34 წლის ასაკში პირველი არხის სპორტის მიმართულების პროდიუსერი მარიცა კვანტალიანი გარდაიცვალა

4018
ფორტუნა - 2023-07-17T120421.668

გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი მარიცა კვანტალიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 34 წლის მარიცა კვანტალიანი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

მარიცა კვანტალიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტის მიმართულების პროდიუსერად მუშაობდა.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მარიცა კვანტალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g