LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში სახლი საავტომობილო კოლექციასთან ერთად იყიდება

61

ბელ-ეირზე გასაყიდად ამერიკაში ყველაზე ძვირადღირებული სახლია გატანილი. ის 250 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გამყიდველი სახლთან ერთად ავტომობილების კოლექციასაც ყიდის, რომლის ღირებულებაც 30 მილიონ დოლარს შეადგენს.

სახლის გაყიდვით BAM Luxury Development Group-ია დაკავებული და ის არ აქვეყნებს იმ ავტომობილების ჩამონათვალს, რომლებიც სახლს მოყვებიან. თუმცა, ფოტოებსა და ვიდეოზე ჩანს, რომ ის, ვინც სახლს იყიდის, მიიღებს მაგალითად: Bugatti Veyron-ს, Rolls-Royce Dawn-ს, Pagani Huayra-ს, Ariel Atom-ს, Morgan 3-Wheeler Brooklands Edition-სა და Ferrari 488 GTB0-ს.

გარდა ამისა, სახლის ავტოფარეხში რარიტეტული ავტომობილებიც არის, კერძოდ საუბარია Mercedes-Benz 540K-სა და Allard J2X-ზე. ახალი მფლობელი მოტოციკლების, ნავებისა და ვერტმფრენების ძრავების კოლექციასაც მიიღებს სატელევიზიო სერიალიდან ”საჰაერო მგელი”.

სახლის ფართობი 3530 კვადრატული მეტრია, მის აშენებას ოთხი წელი დასჭირდა და მშენებლობაზე სამასი ადამიანი მუშაობდა.

სახლში 12 საძინებელია, 21 სააბაზანო, სამი სამზარეულო, გადასახედი მოედანი და კინოთეატრი 40 ადამიანისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები