ავსტრალიის ქალაქ ტრი სპრინგსის პოლიციამ Twitter-ზე პროტოკოლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც დამრღვევი სიჩქარის გადაჭარბებას მეტისმეტად ძლიერი ქარით ხსნის.
დამრღვევმა დასაშვებ სიჩქარეს 17 კილომეტრ/საათით გადააჭარბა – ის 110-ის ნაცვლად 127 კილმეტრ/საათით გადაადგილდებოდა. პროტოკოლის ფოტოს მიხედვით კი ირკვევა, რომ ის 200 ავსტრალიური დოლარითა და მართვის მოწმობაზე ორი საჯარიმო ქულით დაჯარიმდა.
კომენტარების გრაფაში კი შემდეგი რამ წერია: ”ქარი მიმაქანებდა”…
And excuse of the day goes to… #hubhug #fb @MingenewPol pic.twitter.com/hOVRQpXgZB
— Three Springs Police (@ThreeSpringsPol) January 23, 2017