ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ შედგენილ ახლად გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.
„საბაჟო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავდაცვის კომპანიები სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თავდაცვის კომპანიებს უგზავნიან სანავიგაციო აღჭურვილობას, სარადარო ტექნოლოგიებს და გამანადგურებელ ნაწილებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
აშშ-ის დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ ჩინეთი გახდა რუსეთისთვის „კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი“ გასულ წელს უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
„ვაჭრობა რეგულირდება ჩინურ „იუანში“, ჩინეთმა გაზარდა რუსული ენერგიის იმპორტი და ფინანსური ინსტიტუტები ორივე ქვეყანაში“,- აღნიშნავენ აშშ-ის დაზვერვაში.