LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში „შუხმანის შატოს“ ოფიციალურად საერთაშორისო კურორტის სტატუსი მიენიჭა

780
g (4)

კახეთში, თელავის რიონში სოფელ კისისხევში, 9 ჰექტარზე გაშენებულ ღვინის ტურისტულ კომპლექსს „ჰოტელსტარის“ გაერთიანებამ საერთაშორისო კურორტის სტატუსი მიანიჭა და დააკვალიფიცირა როგორც 4-ვარსკვლავიანი რეზორტული ტიპის კომპლექსი.

გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, კომპლექსში განთავსებულია სასტუმრო, ღვინის სოფელი ავთენტური შენების ვილებით, ღია და დახურული აუზები, საკონფერენციო სივრცე, ღვინის მარნები რესტორანი და ღვინის სპა.

ტურისტული კომპლექსის „შუხმანის შატოს“ წარმომადგენლების თქმით, სტატუსი საშუალებას იძლევა ევროპული სტანდარტების და კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით შეფასდეს და მიენიჭოს ვარსკვლავები განთავსების ქართულ ობიექტებს. 2022 წლიდან The Hotelstars Union-მა დაამუშავა და ჩაუშვა საქართველოს ქვე-საიტი, სადაც უკვე განთავსდა პირველი ქართული სასტუმროები, რომელთან ვარსკვლავი მიენიჭა.

„მოხარულები ვართ და ჩვენი გუნდის დიდი შრომით და დამსახურებით, მოგვენიჭა ესოდენ საპასუხისმგებლო მაღალი სტატუსი ჰოტელსტარის მიერ, და გვაღიარეს, როგორც 4-ვარსკვალვიანი რეზორტული ტიპის დასასვენებელი კომპლექსი კახეთში. დავაკმაყოფილეთ არც თუ ისე მარტივი კრიტერიუმები და შევუერთდით დიდ ევროპულ სასტუმროების და კურორტების ოჯახს, საიდანაც დიდი იმედი გვაქვს დიდი გამოხმაურება გვექნება. ახალი კურორტის სტატუსი გაზრდის ჩვენს ცნობადობას საერთაშორისო ბაზრებზე და ხელს შეუწყობს, როგორც ბრენდი შუხმანის, ასევე კახეთის რეგიონის განვითარებას“, – განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა, „შუხმან ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.

HOTREC და The Hotestars Union უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ ისეთ საძიებო და კონტენტის სადისტრიბუციო სისტემებთან როგორებიცაა: Google, Tripadvisor, Giata და ა.შ. ორგანიზაციის წევრები, გარდა ხარისხის ნიშნისა და მაღალი ნდობისა, ისარგებლებენ სხვადასხვა რეპუტაციული ტურისტული საძიებო არხებითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g