დერმატოლოგი ზაზა თელია გვიზიარებს რჩევებს, თუ როდის არის საზოგადოებრივი აუზები სუფთა. ამის შესახებ პოსტს ზაზა Facebook-ზე გვიზიარებს და წერს, რომ „თუ აუზს აქვს ქლორის სუნი – შესაძლოა მასში იყოს ქლორამინი (Chloramine), შარდი ან სხვა ორგანიზმიდან გამოყოფილი სითხეები“.
მისი განმარტებით, სუფთა, ქლორით ადეკვატურად დამუშავებულ აუზს არ აქვს სუნი.
„სტატისტიკით მაგალითად აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 40% შარდავს საზოგადოებრივ აუზებში
ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ საქართველოში ეს სტატისტიკა იგივე ან შეიძლება მეტიც იყოს.
მოგეხსენებათ, აუზების დამუშავება ხორციელდება ქიმიური საშუალებებით იმისათვის, რომ მოხდეს დაავადებების გავრცელების პრევენცია.
ქლორი შესაძლოა შეუერთდეს ორგანიზმიდან გამოყოფილ სითხეებს (შარდი, ფეკალიები) და გამოიწვიოს ქიმიური რეაქცია.
ეს ქიმიური რეაქცია ამცირებს ქლორის რაოდენობას აუზში, რაც შესაბამისად აღარ არის საკმარისი ბაქტერიების გასანეიტრალებლად. პირიქით, წარმოიქმნება ქიმიური გამაღიზიანებელი ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თვალების გაწითლება, ქავილი.
ამ ქლორამინს (Chloramine) აქვს ქლორისთვის დამახასიათებელი სუნი და ადამიანებში ის ასოცირდება ქლორის სუნთან.
თუმცა სუფთა, დამუშავებულ აუზს არ უნდა ჰქონდეს სუნი, ანუ ქლორით ადეკვატურად დამუშავებულ აუზს არ აქვს სუნი.
ამრიგად თუ აუზს აქვს ქლორის სუნი – შესაძლოა მასში იყოს ქლორამინი (Chloramine), შარდი ან სხვა ორგანიზმიდან გამოყოფილი სითხეები“, – წერს ზაზა თელია.
? სტატისტიკით მაგალითად აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 40% შარდავს საზოგადოებრივ აუზებში
ალბათ ადვილი მისახვედრია რომ…
Posted by Zaza Telia on Saturday, 29 July 2023