LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაბალახი და ცეკვის „ჩუსტები“ – კანიე უესტის კავკასიური „ლუქი“ – ჰიპ-ჰოპ არტისტი და მისი მეუღლე იტალიაში გაემგზავრნენ

404
page

კანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა ჩენსორი რომანტიკულ მოგზაურობაში იტალიაში გაემგზავრნენ. წყვილი არდადეგებს ვერონაში ატარებს, სწორედ იქ გადაიღეს პაპარაცებმა ჰიპ-ჰოპ არტისტი, რომელიც ქუჩაში ამჯერად მარტო სეირნობდა და ცხელი ამინდის მიუხედავად, საკმაოდ თბილად ეცვა.

ამჯერად კანიეს „ლუქი“ ჭეშმარიტად კავკასიური იყო. ამ დღეს ეპატაჟურ მუსიკოსს ყაბლახის მსგავსი კაპიუშონი ეკეთა, ფეხზე კი ცეკვის ,,ჩუსტები” ეცვა.

კანიე უესტის ცოლი ფეხშიშველი და თვალწასული კოლჰოტით – წყვილის უახლესი ფოტოები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება

კანიე უესტი „ბალერონებსა“ და „სამუხლეებში“ ახალ მეუღლესთან ერთად სეირნობს

ცნობისთვის, „ტვიტერმა“ უესტს ანგარიში აღუდგინა. მისი ანგარიში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, ძალადობისკენ მოწოდებების გამო დაიბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რეპერმა რამდენიმე პოსტი გაავრცელა, რომლებშიც დავითის ვარსკვლავში სვასტიკის გამოსახულება გამოიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები