LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარასინი: „რას მიაღწიეს სააკაშვილის მყვირალა მხარდამჭერებმა ბათუმში აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები? – პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც“

378
კარასინი

„სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინი სოციალურ ქსელში წერს.

ამ განცხადებით კარასინი ბათუმში სოჭიდან შესული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა:

„ყოველი საკრუიზო გემიდან სახელმწიფოს შემოსავალი არის 350 ათასი ლარი, რაც ცოტა არაა“ - ირაკლი კობახიძე

„რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით 1 მლრდ დოლარს წლის განმავლობაში“.

„სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია.

საინტერესოა, რას მიაღწიეს სააკაშვილის მყვირალა მხარდამჭერებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩასული ტურისტების წინააღმდეგ გამართული აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები? – პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც“. – წერს კარასინი „ტელეგრამ“ არხზე.

„ადრე ტურიზმი იყო ზეიმი. ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი.. მე კიდევ ციხეში მაკარგინებთ დროს..“ – სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g