„რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. უკვე მოეწყო დროებითი ხიდი და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას“, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც უწყებაში ამბობენ, უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები გრძელდება:
„ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში.
ამ ეტაპზე, ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, საიდანაც 15 ერთეული უშუალოდ სტიქიის არეალშია. ამასთან, რამდენიმე ათეული ტექნიკა დაემატება.
3 აგვისტოს, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
? შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო
? რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები…
Posted by საავტომობილო გზების დეპარტამენტი on შაბათი, 05 აგვისტო, 2023
მაშველებმა შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მე-15 ადამიანი იპოვეს
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში