LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჯელაძე: „საშინელებაა… ისევ 3 აგვისტოთი ვცხოვრობ“

284
Untitled design

3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ ამოიყვანა ტალახიდან და გადაარჩინა პატარა ბავშვი ახალგაზრდა მამაკაცმა. მოგვიანებით გავრცელდა ფოტოებიც, როგორ ცდილობს ის სტიქიის ეპიცენტრიდან გაიყვანოს არასრულწლოვანი, რომელიც მხარზე ჰყავს შემოსმული. ამის შემდეგ კი მთელმა საქართველომ გაიცნო დავით ჯელაძე, რომელმაც საზოგადოებას მისი და თავისი დისშვილის, პატარა მაშოს ბრძოლის შესახებ უამბო.

„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას

დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღემდე, კვლავ „3 აგვისტოთი ცხოვრობს“.

„წეღან კალენდარს შევხედე და 12 აგვისტო ყოფილა, ძალიან დიდი დრო გავიდა და მე ისევ 3 აგვისტოთი ვცხოვრობ, ჩვენ ისევ 3 აგვისტოთი ვცოვრობთ… საშინელებაა“, – წერს დავიტ ჯელაძე სოციალურ ქსელში.

 

წეღან კალენდარს შევხედე და 12 აგვისტო ყოფილა, ძალიან დიდი დრო გავიდა და მე ისევ 3 აგვისტოთი ვცხოვრობ, ჩვენ ისევ 3 აგვისტოთი ვცოვრობთ ……. საშინელებააა ???

Posted by David Jeladze on პარასკევი, 11 აგვისტო, 2023

 

დავით ჯელაძე: „თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც მეხმარებით ამ საშინელი დღეების გადატანაში, ამ დღემ ძალიან ბევრი ადამიანი გამაცნო.. გიკვირთ, არ მეგონა ჩემს შეტყობინებას თუ ნახავდიო“

ვიდეო: „რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვისტრესებით.. მაშო რომ არ მყოლოდა, შეიძლება ამ ჯოჯოხეთს შევგუებოდი“ – დავით ჯელაძე

„მე და მაშო, ძალიან ბევრი მწერდით მაშოზე” – დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

 

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„რაც დრო გადის, უფრო რთულია ამ ამბის გახსენება. საშინელი კადრები თვალებიდან არ ამომდის.. თქვენ მეხმარებით, რომ გადავიტანო ეს ურთულესი დღეები.. მადლობა ყველაფრისთვის, ვტირი..“ – დათო ჯელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g