LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაუხარდა, ქართველი სტუდენტი რომ გამიცნო.. წლებია შორს ვარ, მაგრამ სულ ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავარო, ორი დროშით იყო მოსული, თავისი მათხოვა და ზემოთ აღვმართეთ ორმა ქართველმა ამაყად“ – ქართველი სტუდენტი ზაზა მესხთან შეხვედრას იხსენებს

1563
Untitled design (2)

შოვში, სტიქიის ზონაში 8 ადამიანის ძებნა-შველის ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაკარგულებს შორის არის ზაზა მესხი და მისი სამი შვილი. ზაზა მესხი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჰოლანდიიდან ჩამოვიდა და შოვში დასასვენებლად იმყოფებოდა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს შორის იდენტიფიცირებულია ზაზას მეუღლე – ალინა პოლიკოვსკა.

ჩვენთვის ის, რაც მოხდა, არის სტიქიური უბედურება – რას წერს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე

სოციალურ ქსელში მოქალაქე ლიზა ოთიურიძე ზაზა მესხის შესახებ წერს და მასთან შეხვედრას იხსენებს:

„როდესაც სტუდენტი გოგო, მრავალი კილომეტრით შორს, სხვა ქვეყანაში, უკრაინის ოკუპაციას აპროტესტებ და უცბად ხედავ ზღვა ხალხში საქართველოს დროშას აღმართულს, სიამაყით და ბედნიერებით ივსები.

შემდეგ მისი მიმართულებით სვლას იწყებ, თან სიხარულისგან გულისცემა გემატება. აღმოაჩენ ადამიანს, რომელთან გასაუბრებაც გარწმუნებს შენი მცირე, მაგრამ მტკიცე ერის პატრიოტიზმში.

ზაზა მქვიაო, წლებია შორს ვარ მაგრამ სულ ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავარ და შორიდან როგორც შემიძლია, ჩემს ქვეყანას ვეხმარებიო. გაუხარდა, რომ გამიცნო ქართველი სტუდენტი, დახმარებას დამპირდა, საჭიროების შემთხვევაში. ისეთი პატრიოტი, სუფთა თვალების და ღრმა აზროვნების ადამიანი იყო, გაოცებული დავრჩი.

ძალიან იშვიათად თუ მოუხდენია ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს ასეთ მცირე დროში. ოჯახით და შვილებით მრავალი წელია ნიდერლანდებში ვცხოვრობო.

რუსეთის აგრესიას აპროტესტებდა – ისიც და მეც. მე, სამწუხაროდ, უდროშოდ, ის კი ორი დროშით იყო მოსული. თავისი მათხოვა და ზემოთ აღვმართეთ ორმა ქართველმა ამაყად.

გვარიც მითხრა და ზღვა ხალხში ვეღარ მოვახერხეთ კოორდინატების გაცვლა.

შოვის ტრაგედიისას აღმოვაჩინე დაკარგულების ფოტოებში. ზაზა მესხი ჰოლანდიიდან, შვილებთან ერთად.

მინდა იცოდეთ მისმა მეგობრებმა, რაც ალბათ ისედაც იცით, თქვენ ძალიან მაგარი მეგობარი გყავდათ, რომელიც თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული იყო“, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

 

როდესაც სტუდენტი გოგო, მრავალი კილომეტრით შორს, სხვა ქვეყანაში, უკრაინის ოკუპაციას აპროტესტებ და უცბად ხედავ ზღვა ხალხში…

Posted by Liza Otiuridze on ორშაბათი, 14 აგვისტო, 2023

 

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე ეძებენ 8 ადამიანს.

„კეთილშობილი, უზადო ადამიანი, დაუზარელი და სამშობლოს დიდი მოამაგე.. დიდი ოჯახის მოსიყვარულე მამა და მოსიყვარულე მეუღლე“ – რას წერენ ზაზა მესხზე

„ვტირი, იქნებ რამენაირად გიპოვონ იმ მიწაში, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა და შენს შვილებს აყვარებდი… „თანამემამულის“ ბოლო გვერდზე თითქმის ყოველთვის აქვეყნებდი ხალისიანი ქართველი ბავშვის ფოტოს“ – რას წერენ ზაზა მესხზე

„პირველ აგვისტოს უწერაში ჩაიყვანა ცოლ-შვილი, კოტეჯში დაბინავდა, სამოთხეში ვარო… სამოთხე 3 აგვისტოს ჯოჯოხეთად იქცა.. პატარა საქართველო მოიწყო, მოჰყავდა ყურძენი, აყენებდა ღვინოს, შვილებს ყველაფერ ქართულს ასწავლიდა, აყვარებდა“ – მეგობარი ზაზა მესხზე

რა ხანია მივხვდი, რომ თავს ვერ ვუტყდებოდი სიმართლეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავნებდი – ზაზა მესხს მეგობრები ემშვიდობებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები