3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს დაკარგულ ზაზა მესხზე სოციალური ქსელის მომხმარებელი ემოციურ სტატუსს წერს.
„ჩემთვის უდავოდ გამორჩეული თანამემამულე… კეთილშობილი, უზადო ადამიანი, თბილი, ხალისიანი, დაუზარელი, სამშობლოს დიდი მოამაგე.
რამდენადაც ვიცი, უცხოეთში, კერძოდ გერმანიის დიასპორის მიერ დაფუძნებული ერთადერთი ქართული ჟურნალის „თანამემამულეს“ თანადამფუძნებელი, რედაქტორი და დამფინანსებელი.
დიდი ოჯახის მოსიყვარულე მამა და მოსიყვარულე მეუღლე. ალინა, მისი მხურვალე, აწ ზეციურში გარდასული სიყვარული.
ვფიქრობ, ზაზა მესხი, ერთი იმათთაგანია, ვინც სამშობლოს მიმართ გაწეული ღვაწლის გამო უდავოდ იმსახურებს ქართული საზოგადოების ყურადღებას.
ზაზა, კეთილი და მსუბუქი იყოს თქვენი მგზავრობა, ჩვენთვის უხილავ სულიერ სამყაროში… შოვში ყველა დაღუპულების ახლობლებს თანაგიგრძნობთ…“ – წერს მაია სიმონია.
შეგახსენებთ, ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად შოვში, ერთ-ერთ კოტეჯში დასასვენებლად იმყოფებოდა. ზაზა მესხს და მის შვილებს ამ დრომდე ეძებენ. იდენტიფიცირებულია ზაზა მესხის მეუღლის – ალინა პოლიკოვსკას ცხედარი.
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის მეუღლეს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის
Zaza Meskhi
ჩემთვის უდაოდ გამორჩეული თანამემამულე… კეთილშობილი, უზადო ადამიანი, თბილი, ხალისიანი, დაუზარელი, სამშობლოს…Posted by Maia Simonia on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023