LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველ აგვისტოს უწერაში ჩაიყვანა ცოლ-შვილი, კოტეჯში დაბინავდა, სამოთხეში ვარო… სამოთხე 3 აგვისტოს ჯოჯოხეთად იქცა.. პატარა საქართველო მოიწყო, მოჰყავდა ყურძენი, აყენებდა ღვინოს, შვილებს ყველაფერ ქართულს ასწავლიდა, აყვარებდა“ – მეგობარი ზაზა მესხზე

14178
Untitled design

3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაკარგულ ზაზა მესხს და მის სამ შვილს ამ დრომდე ეძებენ.

5 აგვისტოს სტიქიის ზონაში გარდაცვლილი ნახეს ზაზას მეუღლე – ალინა პოლიკოვსკა.

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის მეუღლეს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის

სოციალურ ქსელში ზაზა მესხის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს მისი მეგობარი ნუგზარ ღომიძე:

„უკვე მეშვიდე დღეა გაუჩინარებიდან.

ჩვენი მეგობრობა სამ ათეულზე მეტ ხანს მოიცავს. სკოლის მერხიდან ვმეგობრობდით. არასოდეს გვიკამათია, მაშინაც კი, როცა განსხვავებული შეხედულებები გვქონდა ამა თუ იმ საკითხზე.

უცხო ქვეყანაში ააწყო ცხოვრება, პატარა საქართველო მოიწყო, მოჰყავდა ყურძენი, აყენებდა ღვინოს, საქართველოდან ჩამოჰყავდა ქართველი ხელოსნები, შვილებს ყველაფერ ქართულს ასწავლიდა, აყვარებდა.

მისთვის საქართველოში ჩამოსვლა ზეიმი იყო.

ჩვენ წელიწადში, ხან ორ წელიწადში ერთხელ შევხვდებოდით ერთმანეთს. ყოველთვის, როცა ჩამოვიდოდა საქართველოში, ჩემთან ვიკრიბებოდით სახლში. ასე იყო წელსაც. 24 ივლისს, გავსინჯეთ სახლის ღვინო… თქვა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდა ალინასთან… რა კარგია, ყველანი ერთად რომ ვართო…

ბოლოს 26 ივლისს შევხვდი ზუგდიდში, ზენონი ბრუნდებოდა ბანაკიდან, მას უნდა დახვედროდა…

1-ლ აგვისტოს უწერაში ჩაიყვანა ცოლ-შვილი, კოტეჯში დაბინავდა, სამოთხეში ვარო… ვაგლახ, რომ სამოთხე 3 აგვისტოს ჯოჯოხეთად იქცა.

3-ში 16:25 წუთზე მესენჯერში მივწერე კვირას, რომ დაბრუნდები ნაკვერჩხალზე შემწვარ თევზს დაგახვედრებ-მეთქი…

წერილი არ უნახავს … შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ… ტელეფონზე გადავურეკე… გამორთული იყო… საგანგებო ცხელ ხაზზე დავრეკე… მას შემდეგ მხოლოდ ალინა ნახეს, გუშინ კი მანქანა. გაანათლოს ალინას სული უფალმა.

ზაზა, ძმაო, გამორჩეული ნიჭის პატრიოტი ადამიანი იყავი. მრავალშვილიანი დის ოჯახის იმედი, ახლობლებისა და ასაკოვანი დედის სიამაყე. უზომოდ დიდია შენი გულშემატკივრების რიცხვი ძმაო… ყველა შოკირებულია…

ასე არ უნდა ხდებოდეს…

სანუგეშებელი სიტყვების მოძებნაც რთულია… იქნებ ის, რომ „რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, იმდენჯერ უნდა წამოდგე“… შენ სწორედ ასე იზამდი ძმაო…“ – წერს ზაზა მესხის მეგობარი.

 

უკვე მეშვიდე დღეა გაუჩინარებიდან :(.
ჩვენი მეგობრობა სამ ათეულზე მეტ ხანს მოიცავს. სკოლის მერხიდან, ვმეგობრობდით….

Posted by Nugzar Gomidze on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023

 

შეგახსენებთ, ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად შოვში, ერთ-ერთ კოტეჯში დასასვენებლად იმყოფებოდა.

ცნობისათვის, 3 აგვისტოს შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული 21 ადამიანიდან 19-ია იდენტიფიცირებული. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს 12 დაკარგული ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი ან რაიმეს სახის ფრაგმენტი ნახონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები