ახლა მედიის ყურადღება ირინა შეიკისა და ტომ ბრედის წყვილისკენაა მიმართული. ისინი პირველად გასული თვის ბოლოს გადაიღეს. ირინა და ტომი ლოს-ანჯელესში მდებარე სასტუმროსთან, მანქანაში მოფერების დროს დააფიქსირეს. მათ ღამე ერთად გაატარეს. ახლა კი მათ შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერების განცხადებით, ირინა მოხიბლულია ტომით და ძალიან უნდა, რომ მათმა რომანმა სერიოზული სახე მიიღოს.
„შეიკმა რამდენიმე მეგობართან ურთიერთობა ტომ ბრედის გამო გაწყვიტა. მას მაქსიმალურად სურს, რომ რაც შეიძლება ვიწრო წრეში იტრიალოს, რათა ნაკლები ინფორმაცია გავიდეს ფართო საზოგადოებაში. მოდელი საოცრად უფრთხილდება სპორტსმენთან კავშირს“, – აცხადებს ინსაიდერი.
„ალბათ ყველაფერს დათმობს ტომ ბრედის გამო“, „გაება ჩიტი მახეში?“, – წერენ კომენტარებში.