LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გული მტკივა და სული მეწვის სალო, ჩემო ლამაზო, იმედი მქონდა, რომ ცოცხალი იქნებოდი…როგორ მომენატრები” – სალომე ხეთაგურს მეგობრები და ოჯახის წევრები ემშვიდობებიან

485
სალომე ხეთაგური33

რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ სალომე ხეთაგურს სოციალურ ქსელში მეგობრები და ოჯახის წევრები ემშვიდობებიან.

ერთ-ერთ ემოციურ პოსტს სრულად გიზიარებთ:

„სალო, ჩემო ლამაზო, გული დამწყვიტე. როგორ მომენატრები…ეხლა ვინ მეტყვის შორენიკო, როგორ ხარ… გული მტკივა, სული მეწვის, იმედი მქონდა, რომ ცოცხალი იქნებოდი, მარა მკვდარი გიპოვეს, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული”, – წერს ეკა გაირბეკოვა.

„მე სასწაულების მჯეროდა.. შევხვდებით იმიერში“- შოვში, სტიქიის ზონაში სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს

„დღეს ულამაზეს ნინიკოს გავაცილებთ.. ბევრი ელოდა, მაგრამ სალომე ხეთაგური არ ჩანს.. ჩემი ძმა დაკაწრული ხელებით და ფეხებით მაშველებთან ერთად ეძებს დის შვილიშვილს, რომელიც მართლა ცაში გაფრინდა სხეულიანად მგონი“ – მაიკო ჩაგელიშვილის ემოციური პოსტი

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. 7 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g