როგორც ცნობილია, „ნეტფლიქსმა“ ლეგენდარული კომპოზიტორისა და დირიჟორის, ლეონარდ ბერნსტაინის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი, „მაესტრო“ გადაიღო, სადაც მთავარ როლს ბრედლი კუპერი ასრულებს. 48 წლის ბრედლის ცნობა შეუძლებელია, ის როლისთვის რადიკალურად არის შეცვლილი. ახლახან ფილმის „თრეილერი“ გავრცელდა და ის მართლაც საოცრად შთამბეჭდავია.
საოცარი გარდასახვა – ბრედლი კუპერი ლეონარდ ბერნსტაინის როლში
სხვათა შორის, მუსიკოსის, ლენარდ ბერნსტაინზე გადაღებული ახალი ფილმის რეჟისორი და სცენარისტი თავად ბრედლია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში დაბადებული ბერნსტაინი ებრაელი ემიგრანტების შვილი იყო. მისი როლის შემსრულებელი კუპერი ფილმში ხელოვნური ცხვირით გამოჩნდა. ამ ფაქტმა კი საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. კუპერს ებრაელების სტერეოტიპულად წარმოჩენისთვის აკრიტიკებენ.
კრიტიკის საპასუხოდ, ბერნსტაინის შვილებმა განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ კუპერის შესრულებულ როლთან არანაირი პრობლემა არ აქვთ.
ფოტო: გილერმო დელ ტოროს ახალ ფილმში ბრედლი კუპერს 6 საათი სრულიად შიშველს იღებდნენ