ისრაელის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ უკრაინის მუქარა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ შანტაჟის მცდელობაა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან 47 000 უკრაინელი ჩავიდა ისრაელში და დაახლოებით 2 500 ადამიანს ეთქვა შესვლაზე უარი და უმეტეს შემთხვევაში, ეს სრულიად გამართლებული უარი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არალეგალურად ჩადიან სამუშაოდ.
„სამწუხაროდ, უკრაინის ხელმძღვანელობაში ვიღაცამ გადაწყვიტა, ისარგებლოს მოახლოებული დღესასწაულით ისრაელის შანტაჟისთვის, მაგრამ ეს მცდელობები განწირულია წარუმატებლობისთვის. შეგახსენებთ, რომ მსგავსი შანტაჟის მცდელობა გასულ წელსაც იყო, მაგრამ ამ განცხადებებს შედეგი არ მოჰყოლია“, – განაცხადა წყარომ.