LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთი სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას

174
bullying-shutterstock-site

რუმინეთის სკოლებში მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც ვალდებული იქნებიან, რომ ბულინგის შემთხვევების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინონ. მოსწავლეთა მიმართ აგრესიული ქცევის აღსაკვეთად შექმნილი პროექტის ავტორი ქვეყნის განათლების სამინისტრო გახდა.

კანონის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულება ასევე ვალდებული იქნება ბულინგის მსხვერპლი აგრესორს მოაშოროს, რათა ის დამატებითი სტრესისგან დაიცვას.

ბულინგში დამნაშავის სასჯელი კი სპეციალური ფსიქოლოგიური კურსებისა და ტრენინგების გავლას მოიცავს, რამაც წესით აგრესიის დონე უნდა შეამციროს.

გარდა ამისა, რუმინელმა ჩინოვნიკებმა იმ ქცევათა სიაც შეადგინეს, რაც ბულინგად ჩაითვლება. მათ შორისაა ცემა და სხეულის დაზიანება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ნივთების სროლა, ძალადობისკენ მოწოდება, დისკრიმინაცია, მუქარა, შანტაჟი, დევნა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, თვითმკვლელობამდე მიყვანა და ასევე ინტერნეტით დაშინება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები