პირველი ავიარეისი საქართველოდან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პოლონეთის დედაქალაქში შესრულდება. 28 მარტს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით ფრენა 04:55 საათზეა დაგეგმილი. შემდეგი რეისი კი ათენის მიმართულებით 05:15 საათზე განხორციელდება, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრებს.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, პირველი ფრენა აქედან 05:45 საათზე, ბუდაპეშტის მიმართულებით განხორციელდება. ფრენები ასევე ჩანიშნულია სალონიკის მიმართულებითაც.