LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„4 წლის ოქროსთმიანი ლამაზი ლუსიც ვნახე. დედიკოს დაბრუნებას და ჩახუტებას ამაოდ რომ ელის. არ ვიცი, რა ვთქვა. სულის შემძვრელია ეს ყველაფერი“ – რას წერს მარიამ ლაშხი შოვში ჩასვლის შემდეგ

1018
ფორტუნა - 2023-08-25T121221.675

პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი, რომელიც რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფება, ტრაგედიის ადგილიდან ემოციურ პოსტს ავრცელებს.

„რაჭა, ჩემო სიყვარულო, ჩემი დიდი ტკივილი ხარ შენ დღეს.  ფეხს ვითრევდი, ატირებული რაჭის ნახვას ვერ შევძლებ-თქო.

გულმა არ გამიძლო. ამას მაინც არ ველოდი-  სიკვდილის საშინელი სუნი, ახლად ნაპოვნი გვამები, დათრგუნული, გაპარტახებული გარემო, გაცამტვერებული რაჭის მშვენება-შოვი…

4 წლის ოქროსთმიანი ლამაზი ლუსიც ვნახე. დედიკოს დაბრუნებას და ჩახუტებას ამაოდ რომ ელის. არ ვიცი რა ვთქვა. სულის შემძვრელია ეს ყველაფერი.

ამბობენ, ტკივილი აკეთილშობილებსო. ღმერთმა ქნას! იქნებ, ამ თავსდატეხილმა საერთო უბედურებამ გაგვხადოს უფრო კეთილშობილები, მიმტევებლები, შემართებულები, რომ ყველამ ერთად სიყვარულით უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის“, – წერს მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში.

 

 

? რაჭა, ჩემო სიყვარულო, ჩემი დიდი ტკივილი ხარ შენ დღეს.

? ფეხს ვითრევდი, ატირებული რაჭის ნახვას ვერ შევძლებთქო.
გულმა…

Posted by მარიამ ლაშხი / Mariam Lashkhi on Friday, August 25, 2023

 

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. დაკარგული რჩება კიდევ ორი ადამიანი, რომელთა ძებნა-შველის ოპერაციაც გრძელდება.

„შოვი ჩემთვის დასრულდა.. იქ აღარასდროს ავალ“ – დავით ჯელაძე

როგორ უნდა დავივიწყოთ ეს კოშმარი.. მახსოვს, გზაში დაცემა და წამოდგომის მომენტში ერთი წამით დანახული მთა, რომელიც მოგვსდევდა – რას წერს შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე

„მიწის ტალღა რომ გვიახლოვდებოდა, 112-ში მოვასწარი დარეკვა, მეორე ტალღის დროს თურმე ფოტო გადამიღია, მერე ვნახე სახლში..“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g