შარტავას ქუჩაზე, ავტოავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის მშობლები სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებენ.
კადრებში ჩანს, რომ დათი ბავშვებთან ერთად მხიარულად ერთობა და დროს ბედნიერად ატარებს.
„ამ ზაფხულს უამრავი სიახლე მოხდა დათის ცხოვრებაში, მაგრამ ვთვლი რომ ზაფხულის მთავარი მოვლენა იყო ამ საოცარ ტყუპჩიკებთან დამეგობრება…უტკბილესები და უსაყვარლესები ხართ ბავშვებო…კიდევ უამრავი მოგონება გაქვთ წინ, მაგრამ მე მინდა ასეთები დაგიმახსოვროთ…თაკო, გია სულ ჩვენს გვერდში ხართ და ყოველთვის გვეიმედებით…ძალიან დიდი მადლობა ამისთვის…მიყვარხართ…მარიამობას გილოცავთ”, – წერს ქრისტინე მამუკაშვილი.
ვიდეო: „ჩემპიონი“ – როგორი მონდომებით ვარჯიშობს პატარა დათი ქოქრაშვილი