შარტავას ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული 9 წლის დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შვილის მორიგ ვიდეოს გვიზიარებს.
„ბარგი დავკარგეთ და ეტლის დამტენიც მასთან ერთად. ცოტა ხანი ასე მოგვიწია სიარული, მაგრამ რას არ მოიფიქრებს ჩემი პატარა მსუქნიკო, რომ დედას დაეხმაროს“. – წერს ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.