LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ წელგამართულები ვართ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით“ – გია ვოლსკი ჯოზეფ ბორელის ვიზიტზე

136
Untitled design (2)

ევროკავშირის უმაღლეს კომისარი ჯოზეფ ბორელი დღეს საქართველოში ჩამოვა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, ჯოზეფ ბორელს წელგამართულები ხვდებიან“.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან.

„თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ წელგამართულები ვართ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, არის ცესკოს თემა დასამთავრებელი, საგანგებოდ მნიშვნელოვანია და ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით, რომელიც უნდა მივიღოთ სასამართლოს რეფორმის თემასთან მიმართებაში. ასე რომ, ჩვენ საკმაოდ მყარი პოზიცია გვაქვს“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g