LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში ბავშვები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ივლიან

128
Depositphotos_362261704_L

4-დან 11 წლამდე ბავშვები არდადეგების დროს ნიდერლანდებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. იდეის ავტორი ქალაქ უტრეხტის მერიაა, რომელსაც სურს რომ ბავშვებს არაეკოლოგიური ტრანსპორტის გამოყენებაზე მომავალშიც უარი ათქმევინოს. პირველ რიგში ავტომობილზე, რომელიც ევროპაში ჰაერის დაბინძურების 72%-ზეა პასუხისმგებელი.

აქამდე უფასო მგზავრობის უფლება მხოლოდ 3 წლამდე ბავშვებზე ვრცელდებოდა.

მთავარი პირობა უფროსთან ერთად მგზავრობაა და ერთ ზრდასრულს თან 3 ბავშვის წაყვანა შეუძლია.

უტრეხტმა საინტერესო ექსპერიმენტი პირველად ამ ზაფხულს დაიწყო. მერიამ პროგრამა წარმატებულად ჩათვალა და მისი წლის ბოლომდე გაგრძელება გადაწყვიტა, ანუ საშემოდგომო და საშობაო არდადეგებზეც.

ევროპაში ცდილობენ, რომ ბავშვები ეკოლოგიურ ტრანსპორტს თავიდანვე მიაჩვიონ. მაგალითად, პოლონეთში ყველა პირველ კლასელს ველოსიპედი აჩუქეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g