LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეოთხე წელი დაიწყო, სამჯერ გამოვედი გარეთ.. ადამიანების დანახვა არ მინდოდა“ – მაიკო კაჭკაჭიშვილი მარტოობის დღეებსა და პანიკურ შიშებზე

1010
ფორტუნა - 2023-09-18T233713.258

მომღერალ ლელა წურწუმიას გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი იყო სტუმრად.

მაიკომ მის ცხოვრებაში რთული პერიოდი გაიხსენა და მარტოობის დღეებსა და პანიკურ შიშებზე ისაუბრა.

„ზუსტი დღე არ მახსოვს, როდის დაიწყო ეს პერიოდი. მეოთხე წელიწადია და ახლაც ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მდგომარეობიდან გამოვედი და კარგად ვარ, მაგრამ შედარებაც არაა, რადგან ახლა შენთან ვარ. სამჯერ გამოვედი გარეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მაშინ როცა ადრე ძალიან აქტიური ვიყავი. ჩემი სამი გამოსვლა უკვე რაღაც იმედის ნაპერწკალს აჩენს.

ადრე საერთოდ არ მინდოდა გარეთ. ადამიანების დანახვა არ მინდოდა. არ მოგატყუებ და დიდად ახლაც არ ვგიჟდები გარეთ გასვლაზე, მაგრამ შენ ნამდვილად უარს ვერ გეტყოდი“. – ამბობს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

მაიკო ამბობს, რომ როდესაც ძალიან მძიმედ გრძნობდა თავს, უსმენდი სტივი უანდერის Rain-ს, რომელიც უფრო მძიმედ ხდიდა“.

„კლავიშებს რომ ვუყურებდი, ზიზღი მქონდა, ეს ძალიან მძიმე იყო“. – იხსენებს მაიკო.

ვიდეო: „სადაც კი სტუმრად მივიდოდი, ყველას ჭურჭელს ვურეცხავდი“ – რა სახალისო ამბავს უყვება მაიკო კაჭკაჭიშვილი ლელა წურწუმიას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g