LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა პოლონეთს ემბარგოს უწესებს

152
უკრაინა

უკრაინული მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში უკრაინა პოლონეთიდან ხახვზე, პომიდორზე, კომბოსტოსა და ვაშლზე ემბარგოს დააწესებს.

უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ტარას კაჩკას თქმით, უკრაინის მიზანია, დაარწმუნოს ოფიციალური ვარშავა, დაეთანხმოს მარცვლეულის ვაჭრობის ლიცენზირების მექანიზმს, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობითაა შემუშავებული.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის ძალისხმევა მიმართულია არა პოლონეთთან ურთიერთობების გაუარესებისკენ, არამედ დავების გადაწყვეტის ცივილიზებული მეთოდების შემუშავებაზე.

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს უკრაინის მთავრობამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მიზეზი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ამ ქვეყნებში იმპორტის აკრძალვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g