LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოპიე 2028 წელს ევროპის კულტურის დედაქალაქი გახდება

154
ECOC_visuals_16-9 Skopje 1

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე 2028 წელს ევროპის კულტურის დედაქალაქის სტატუსს მიიღებს. სკოპიე საპატიო წოდებას ჩეხეთის და საფრანგეთის ქალაქებთან გაინაწილებს, წერია ევროპული კომისიის ოფიციალურ გვერდზე.

ამ ტიტულისთვის ბრძოლა სკოპიემ დევიზით „კულტურა დაყოფაზე მნიშვნელოვანია“ მოიგო. კულტურის დედაქალაქის როლში ქალაქი აპირებს, რომ ასობით ფესტივალი და ღონისძიება ჩაატაროს. ეს ღონისძიებები ადამიანთა გაერთიანებას, სოლიდარობისა და მეგობრობის პრინციპებს დაეყრდნობა.

ევროპის დედაქალაქის ტიტული დასახლებებს 1985 წლიდან ენიჭებათ. პროექტის მთავარი მიზანია, მისცეს ევროპელებს შესაძლებლობა უკეთ გაიცნონ მეზობლების კულტურა და საერთაშორისო დიალოგში ჩაერთონ.

კანდიდატებს დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს. იმისათვის რომ საპატიო წოდება მიიღოს, ქალაქმა მთელ წელზე გაწერილი საინტერესო კულტურული პროგრამა უნდა წარადგინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები