საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, ბანკმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ზუგდიდში, შეხვედრა -„აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევები“ გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ირიგაციისა და ფერტიგაციის საკითხები, მონაწილეები გაეცნენ სატელიტური მონიტორინგის შესაძლებლობებს, რაც ვეგეტაციის, აზოტისა და წყლის შემცველობის ინდექსებზე დაკვირვებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გაეცნოთ და გასაუბრებოდნენ აგროსექტორის წარმომადგენლებს, მოესმინათ მათი გამოცდილების შესახებ და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული აგრომიმართულების მხარდაჭერა და რეგიონებში ბიზნესის წახალისებაა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ბანკმა არაერთი პროდუქტი შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მიზანიც ადგილობრივი მეწარმეებისთვის აგროსფეროში ტექნოლოგიური გამოწვევების და თანამედროვე გადაწყვეტების გაცნობაა. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ აგროსექტორის მხარდაჭერას.“ – განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ, საქართველოს ბანკის აგროპროექტების განვითარების ხელმძღვანელმა
საქართველოს ბანკის აგროპროდუქტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.