LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლავ ბედნიერები – ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის რომაული არდადეგები

135
page

ჯასტინ ტიმბერლეიკი და მისი მეუღლე, ჯესიკა ბილი იტალიაში გაემართნენ. ისინი პაპარაცებმა რომის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს.

წყვილი ხელჩაკიდებული დადიოდა და ყურადღებით ათვალიერებდა უძველესი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. 42 წლის ჯასტინი ამ დღეს შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილ პერანგში იყო გამოწყობილი, 41 წლის ჯესიკას კი შავი შარვალი და თეთრი თავისუფალი სტილის პერანგი ამშვენებდა. ისინი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

ჯასტინ ტიმბერლეიკი, ნელი ფურტადო და Timbaland 16 წლის შემდეგ კვლავ ერთიანდებიან

შეგახსენებთ, სამი წლის წინ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ჯასტინის ღალატის შესახებ. ტაბლოიდები იმასაც წერდნენ, რომ წყვილი განქორწინებას გეგმავდა, თუმცა, ინსაიდერების განცხადებით, ჯესიკამ მეუღლეს ღალატი აპატია, მეტიც, ორი წლის წინ  წყვილი მშობლები მეორედ გახდნენ.

ვიდეო: „ღალატნაპატიები“ ჯასტინ ტიმბერლეიკი ჯესიკა ბილს პოსტს უძღვნის – აი ასე აღნიშნა წყვილმა ქორწინების 10 წლის იუბილე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები