LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჟვანია: 11 ოქტომბრისთვის დანიშნულ დამატებით რეისზე 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა, ვმუშაობთ, რათა დამატებითი რეისი კვლავ დაინიშნოს 12 ოქტომბრისთვის

421
fot (3)

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ 11 ოქტომბრისთვის დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს დამატებითი რეისის დასანიშნად 12 ოქტომბრისთვისაც.

„კომპანია „აირზენასთან“ საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებით, 11 ოქტომბრისთვის დაინიშნა დამატებითი რეისი და დაახლოებით 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ როგორც „აირზენასთან“, ისე ისრაელის მხარესთან, რათა დამატებითი რეისი დაინიშნოს კვლავ, 12 ოქტომბრისთვის. ისრაელში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს, ყურადღება მიაქციონ ბილეთების გაყიდვებს.

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თელ ავივის მიმართულებით და თელ ავივიდან შეწყვიტეს ავიარეისების განხორციელება. საქართველო ინარჩუნებს ავიარეისებს და ამატებს დამატებით ავიარეისებს. ყურადღებით იყავით, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ისრაელში არც ერთი ქალაქიდან არ არის მიღებული ევაკუაციის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

ისრაელიდან მორიგი ავიარეისით საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა

წესები მარტივია: განგაშის დროს თავშესაფარში უნდა შეხვიდე, თუ არ არის – კიბის უჯრედში განთავსდე – ჩემთან არ არის თავშესაფარი და მეც კიბის უჯრედში შევდივარ – ლაშა ჟვანია

„დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი“ – ისრაელში საქართველოს ელჩი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g