LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამის შემდეგ, წარმოდენაც არ გვინდა, რა დღეში აგდებს ახალ ცოლს“ – ჯულია ფოქსმა კანიე უესტის შესახებ წარმოუდგენლად სკანდალური დეტალები გააჟღერა

2316
page

კანიე უესტის ყოფილმა მეგობარმა გოგომ, რომელსაც ის კიმ კარდაშიანთან განშორების შემდეგ, ცოტა ხანი ხვდებოდა, ჰიპ-ჰოპ არტისტთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და მედიას სკანდალური დეტალებიც გაუმხილა.

ჯულია ფოქსი ჰყვება, რომ მანამ სანამ უესტს პაემანზე დათანხმდებოდა, ის ერთი თვის განმავლობაში მას მოსვენებას არ აძლევდა, შეპყრობილივით სწერდა და ურეკავდა.

მოდელის თქმით, ის უესტს პირველად ღამის კლუბში შეხვდა.

„მან მე ავტოსადგომზე გამიყვანა. შემდეგ მოშარდა. მე ფოტოგრაფებს ვემუდარებოდი, არ აღებეჭდათ ეს ფაქტი. ამის შემდეგ, ის მე ჩამეხუტა და ვნებიანად მკოცნიდა. როცა სასტუმროში ავედით უნო ვითამაშეთ. მას სურდა, ყველა მისი მითითება შემესრულებინა“, – იხსენებს ფოქსი.

ჯულიამ ისიც განაცხადა, რომ კანიე მას მკერდის გადიდების ოპერაციის გაკეთებას აძალებდა, თუმცა, ფოქსი არ დათანხმდა.

„ამის შემდეგ, წარმოდგენაც არ გვინდა, რა დღეში აგდებს ახალ ცოლს“, – წერენ კომენტარებში.

ჯულია ფოქსი კანიე უესტის მამაკაცური ღირსების ზომებზე ალაპარაკდა და არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა

ცნობისთვის, კანიე უესტი და ბიანკა ჩენსორი  წლის დასაწყისში ფარულად დაქორწინდნენ. მას შემდეგ წყვილის ყოველი გამოჩენა ერთმანეთზე ეპატაჟურია. გოგონას გარემოცვა აცხადებს, რომ კანიე მას მონასავით ექცევა და მისთვის მიუღებელი რაღაცების გაკეთებას აიძულებს.

კანიე უესტმა მეუღლეს გამვლელებთან პოზირება და ფოტოების გადაღება აიძულა

„პირდაპირ ნავში“, „ამ გოგოს უშველეთ, კანიეს ის ტყვედ ჰყავს“ – საზოგადოება ჰიპ-ჰოპ არტისტის დაპატიმრებას ითხოვს, რადგან მან ნავში შარვალი გაიხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები