United Airlines-მა ცნობილი რეპერის ძაღლი შემთხვევით სხვა ქალაქში გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა კუინსი მეთიუ ჰანლიმ, ანუ იგივე Schoolboy Q-მ გაავრცელა. მუსიკოსმა დაწერა საკმაოდ ვრცელი პოსტი, სადაც ავიაკომპანიას პასუხს სთხოვდა და სასწრაფოდ მოქმედებისკენ მოუწოდებდა.
„CNN”-ის ინფორმაციით, ძაღლი მისურის შტატიდან კალიფორნიაში მიფრინავდა და ავიაკომპანიის თანამშრომლების შეცდომის გამო ჩიკაგოში აღმოჩნდა. მოგვიანებით შეცდომა გამოსწორდა და ძაღლი პატრონს დაუბრუნეს, თუმცა მიუხედავად ამისა, რეპერი მაინც ძალიან გაბრაზებულია და United-ს სასამართლოში აუცილებლად უჩივლებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ავიახაზები მსგავსს სიტუაციებში ძალიან ხშირად ხვდება და უკმაყოფილო მომხმარებელთა რაოდენობაც ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება.