LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მელიაც კარგი მავნებელია, არ მიდის „ნაცებიდან“, რომ წავიდეს, სად წავიდეს, ფული უნდა, ეტყობა, იმ დაფინანსებიდან რაღაც წილი მისდის“ – ზარქუა

186
ნიკა მელია და ირაკლი ზარქუა

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ მელიაც კარგი მავნებელია, არ მიდის „ნაცებიდან“, რადგან რომ წავიდეს, სად წავიდეს, ფული უნდა, ეტყობა, იმ დაფინანსებიდან რაღაც წილი მისდის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კრიზისი აქვს.

„ხაბეს მიჩაგრავენ. მას მაშინაც ვუთხარი, როდესაც ვაშაძეს მოუხმეს. ვაშაძე ხომ იცით, რომელიც არის, მერის არჩევნებზე ოგბუნუჯუმ რომ მოუგო. ახლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს კაცი, ვაშაძე მოიწვია.

წარმოგიდგენიათ, „ნაცები“ უკვე რა დონეზე არიან და რა დონის კრიზისი აქვთ. ვაშაძე მოიწვიეს, იქნებ გადაგვარჩინითო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ქართველებს ძალიან კარგი გამოთქმა გვაქვს. მელია ისედაც გარიცხული არ არის? რა პროცესია, ვინმემ იცის?

ის ცალკეა, კომპიუტერები, ოფისები და თანაშემწე ვერ გაიყვეს. ეს პროცესი ქართველ ხალხს და მის უმრავლესობას არც აინტერესებს. უავტორიტეტო, რეიტინგდაცემული რადიკალების ინტერესი ვის აქვს.

თაკო ჩარკვიანი – დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას არ ვხედავ, „ტროას ცხენია“

ის ჯიგარი, კეზერაშვილი, ევროპელებს იქით რომ ძარცვავს, აგზავნის ფულს და ესენი ფულს იყოფენ. ეტყობა, მელია ეცილება, მასაც უნდა თავისი წილი. ეს თემაა, თორემ გგონიათ, რამე, ადამიანების ბედი ადარდებთ.

აინტერესებთ, ვის დარჩება კეზერას მოპარული ფული. იქიდან ეტყობა, იმანაც დირექტივა გასცა. ხვალიდან გააქტიურდებიან სავარაუდოდ, რადგან იმ ჯიგარმა სავარაუდოდ დაუწუნა და უთხრა, ძალიან გაკოტრებული ხართ და რაღაც ქენითო.

ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე – რვა თვის განმავლობაში მოთქმა, გოდება, წკმუტუნი და ტირილი არ მიმაჩნია სწორად

აგერ, მთავარი დამრტყმელი ხომ მოგიყვანეთო, ვაშაძეზე უთხრეს. ეტყობა, მელიაც ამ პარტიისთვის კარგი მავნებელია. არ მიდის „ნაცებიდან“ იმიტომ, რომ სად წავიდეს, რომ წავიდეს, ფული უნდა.

ფული არ აქვს და სხვა ალტერნატიული წყაროები ჯერ არ არის. იქ რომ არის, ეტყობა იმ დაფინანსებიდან თვითონაც რაღაც წილი მისდის. არ გახსოვთ, ერთ-ერთ რეგიონში ავეჯი ვერ გადაინაწილეს“. – განაცხადა ზარქუამ.

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g