„ქართული ოცნება“ იქამდე მივიდა, რომ უზრდელი ეძახეს საკუთარ არჩეულ პრეზიდენტს, იმ პრეზიდენტს, რომლის ბილბორდზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად თავად კობახიძე იყო გამოკრული,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გრძელდება აბსურდი პარლამენტსა და ქვეყანაში. ვისმენთ ტაშის კვრას გაუგებარ საკითხებზე და არცერთი სიტყვა არ ყოფილა ადამიანის პრობლემის მოგვარებაზე.
მე ვერავინ დამაბრალებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ვუჭერდი მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინსტიტუციას, არ გვინდა, პრეზიდენტის ინსტიტუტს ექცეოდნენ ისე, როგორც თქვენ ექცევით, ჯიბის რომ უნდა იყოს ყველაფერი…
ჯიბის ხელისუფლება, ჯიბის სასამართლო, ჯიბის პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, ხალხი უნდა გაქრეს პოლიტიკური სცენიდან.
შეურაცხმყოფელიც არ არის „კოჭლი იხვი,“ დასავლეთში დამკვიდრებული ტერმინია. თუ ვინმე არის „კოჭლი იხვი“, ეს არის „ქართული ოცნებაა.“
„სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად განიხილება პრეზიდენტად, ის დარჩება ე.წ „კოჭლ იხვად“ – ირაკლი კობახიძე
„იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.“
სალომე ზურაბიშვილი რომ აარჩევინეთ ხალხს, „უზრდელი პრეზიდენტი,“ „კოჭლი იხვი,“ ამაზე პასუხისმგებლობას იღებთ?
არაფერზე აგიღიათ პასუხისმგებლობა. რომელი დაპირება შეგისრულებიათ.
კალაძე გამოვიდა და თქვა, რომ იპოდრომი ივანიშვილმა ხალხს გადასცაო, უკან არ დაიბრუნეთ? „ქართუმ“ უკან არ დაიბრუნა? “ – აღნიშნა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძის განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა: „ცუდ წრეში ხარ მოხვედრილი, ინფორმაციულ ვაკუუმში ხარ,“ – თქვა ქადაგიშვილმა.
მანჯგალაძის თქმით კი, ქვეყანაში მთავარი შეცდომა „ქართული ოცნებაა.“
„ბრძენ კაცს ეძახით ივანიშვილს. ღარიბაშვილის შემთხვევაში შეცდაო, კვირიკაშვილის შემთხვევაში შეცდაო, ზურაბიშვილის შემთხვევაში შეცდაო, რას ამბობთ, ივანიშვილი ცდება და ამას უკრავთ ტაშს? თქვენ ხართ, ივანიშვილის მთავარი შეცდომა და „კოჭლი იხვები. რაც შეიძლება მალე ჩამოგაშორებთ პოლიტიკურ ძალაუფლებას,“– აღნიშნა მანჯგალაძემ.
ასევე იხილეთ:
არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ – პრეზიდენტი