LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხათუნა სამნიძემ მძიმე აღიარება გააკეთა და ფაქტობრივად განაცხადა, რომ თანამედროვე ორჯონიკიძეები არსებობენ.. ოპოზიციას ბინძურ წყალში, თევზის დაჭერა სურს“ – დავით მათიკაშვილი

189
Untitled design (1)

„სამნიძემ ფაქტობრივად თქვა ის, რაზეც საკმაოდ დიდი ხანია საფუძვლიანი, მტკიცებულებებით გაჯერებული ტექსტებით საუბრობს ხელისუფლება, საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საუბრობს სრულიად საქართველო, რომ ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, დღეს კიდევ ჰყავს ყორღანაშვილები და ორჯონიკიძეები,“ –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

„კოლეგებს ვეტყვი, შეწყვიტონ დამაზიანებელი გზავნილები.. პარტნიორები გვეუბნებიან, რომ დახურული კარის მიღმა, ოპოზიციის წევრები, კანდიდატის სტატუსის გადავადებაზე საუბრობენ“ – ხათუნა სამნიძე

„ძალიან მძიმე აღიარების გაკეთება მოუწია ქალბატონ სამნიძეს.

მან აღიარა ის, რაზეც ჩვენ არაერთგზის ვსაუბრობდით და ვამხელდით რადიკალური და კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მან ფაქტობრივად განაცხადა, რომ არსებობენ თანამედროვე ორჯონიკიძეები, რომლებიც მთელ თავის საქმიანობას ანდომებენ იმას, რომ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ხალხს უმტრონ. ისინი დადიან ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს აწვდიან ტყუილ ინფორმაციას, საკუთარ სურვილებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ეს არის სწორედ ის მიზანი, რაც მათ აქვთ. ამით უნდათ, რომ სიტუაცია გაამწვავონ, აადუღონ მდგომარეობა საზოგადოებაში, მათ თავზე მოახვიონ მცდარი განცდები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე ისარგებლონ რევოლუციური მოტივებით და ამ მღვრიე და ბინძურ წყალში, რომელსაც თვითონ მოაწყობენ, დაიჭირონ თევზი, რასაც ვერ ეღირსებიან.

სამნიძის აღიარება არის სრულყოფილი აღიარება, თუმცა ეს არ არის პირველი.

ჩვენ მოვისმინეთ ცალკეული დეპუტატებისა და კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები სულ ახლახან, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ეს მათ პოლიტიკურ ბინძურ, დესტრუქციულ, ინტერესებში არ შედის.

ეს არის ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადება და ეს არის პირდაპირი დასტური, რაზეც ჩვენ ხელისუფლება არაერთგზის ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით საზოგადოებას. სამნიძე საუბრობდა ოპოზიციაზე, ჩვენ არაერთგზის დაგვისახელებია ის ადამიანები, ვინც ამ ბინძური საქმით არიან დაკავებულები. როგორც უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში, ვაშაძეები და ძმანი მისნი. ეს კარგად იცის საზოგადოებამ,“– განაცხადა მათიკაშვილმა.

magti 5g